Робота для біженців з України
საოპერაციო ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო ასისტენტი
მომწოდებელი: ქარსფეისი
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი / ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
ავტოიმპორტიორი კომპანია "Carspace" ლოგისტიკის დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო ასისტენტის პოზიციაზე.

"Carspace" გთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას ავტომობილების იმპორტის სფეროში, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე დილერებისთვის.

ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს:

ავტომობილების შეძენას აშშ-ს საერთაშორისო აუქციონებიდან. ტრანსპორტირების სრულ მომსახურებას. საბაჟო პროცედურების სწრაფ და ეფექტიან მართვას. სერვისს დილერებისთვის, რაც მოიცავს ავტომობილების დიდი პარტიების შემოტანისა და განაწილების სრულ პროცესს.

"Carspace"-ის პრიორიტეტი ხარისხი, სანდოობა და დროული მომსახურებაა, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სასურველი ავტომობილი მარტივად და კომფორტულად.

ანაზღაურება: 1500 ლარი NET + ტრანსპორტირების თანხა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 16:00-01:00;
სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #19;

დასაქმებულებს ვთავაზობთ:

** კორპორატტიულ დაზღვევას. პაკეტის საფასური სრულად კომპანიის მხრიდან იფარება;
** Fitpass;
** პროფესიული ტრენინგების გავლის შესაძლებლობას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** აშშ-ში შიდა ტრანსპორტირებისას შესაძლო დაზიანების დროული დაფიქსირება და შეტყობინება; (მძღოლების მიერ მოწოდებული ფოტოების განხილვა);
** დაზიანების შემთხვევისას სწრაფი რეაგირება და ანაზღაურების პროცესის ინიცირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: Mariamtsiskadze@carspace.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ქარსფეისი"-ს -ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე