|
დასახელება:
კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
იდეალი
|
|
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
|
შპს "დემასი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში.
კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.
ანაზღაურება: ძირითადი ხელფასი + დანამატი (ხელზე ასაღები) 1140 ლარი, პლუს ჯანმრთელობის დაზღვევა.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ლეონიძის ქ. 13, სავაჭრო ცენტრი "იდეალი"
სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00/18.30-მდე; დასვენების დღე კვირაში ერთი დღე.
სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე.
კარიერული ზრდის პერსპექტივა: გაყიდვების მენეჯერი.
სტაჟირების ვადა: 2 თვე (ანაზღაურება: თვეში 600 ლარი).
სამსახურებრივი მოვალეობა: კლიენტების კონსულტაცია პროდუქციის შესახებ და სარეალიზაციო დოკუმენტაციის გაფორმება საგამოფენო დარბაზში.
აუცილებელი მოთხოვნები: კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა, მომხმარებლის დონეზე.
პიროვნული თვისებები: კომუნიკაბელურობა, ანალიტიკური აზროვნება, ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი, დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
რეზიუმე (სავალდებულოა ქართულ ენაზე) გამოგზავნეთ ელფოსტაზე: batumivacancy@demasi.ge
ვებ გვერდი: www.demasi.ge
|
|
|
|