Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: სტეიკჰაუსი
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი / ბოლო ვადა: 10 ნოემბერი
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს, განსხვავებული კონცეფციის რესტორნებსა და სახლის დეკორისა თუ სამზარეულოს აქსესუარების კონცეპტუალურ მაღაზიას.

კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა. გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 7 ფილიალით, 2 რესტორნით - იტალიური Bistro და არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-ისგან და კონცეპტუალური მაღაზიით - Kitchen and Living.

ჯგუფს 2024 წელს შეემატა Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის, რომელიც 1977 წლიდან ტანსაცმლის დახვეწილ კოლექციებს ქმნის.

STEAKHOUSE

რესტორანი "Steakhouse by Gastronome" არის ადგილი, სადაც პრემიუმ ინგრედიენტები, მომზადების ტექნიკა და დახვეწილი ატმოსფერო განსაკუთრებულ გასტრონომიულ გამოცდილებას ქმნის.

ვეძებთ მიმტანს, რომელსაც შეუძლია ყოველი მომსახურება სტუმრისთვის განსაკუთრებულ გამოცდილებად აქციოს
ეს პოზიცია საუკეთესო შესაძლებლობაა მათთვის ვისაც მოსწონს ადამ ურთიერთობა, დინამიურ გარემოში მუშაობა და ახალო შესაძლებლობების აღმოჩენა.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთის დროულად მიღება და სტუმრის სათანადო მომსახურება;
** სტუმრებისთვის შეკვეთის დროული მიწოდება;
** მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა.

მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება მასპინძლობის სფეროში;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ:

** სტაბილური ანაზღაურება 1000 ლარი;
** სამუშაო გრაფიკი: 5/2-ზე (12:00-21:00 ან 14:00-23:00)
** ჯანმრთელობის დაზღვევა (დასაქმებიდან 3 თვის შემდეგ)
** სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა ტრენინგებით
** მეგობრული, განვითარებაზე ორიენტირებული გარემო
** რესტორნის ადგილმდებარეობა: ვაჟა-ფშაველას გამზ. 22

გამოაგზავნეთ რეზიუმე 10 ნოემბრამდე: cv@gastronome.ge

სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მიმტანი"

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე