Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=679170&print=yes&view=jobs
 
ჩინური ენის თარჯიმანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჩინური ენის თარჯიმანი
მომწოდებელი: Craftory
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი / ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
ჩვენი კომპანია ოპერირებს საერთაშორისო გაყიდვების, ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით. გვყავს მრავალფეროვანი გუნდი და ვმუშაობთ საერთაშორისო გარემოში, სადაც ყოველდღიური კომუნიკაცია ჩინელ კოლეგებთან სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილია. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებსაიტზე: http://craftory.ge/

პოზიცია: ჩინური ენის თარჯიმანი

ძირითადი მოვალეობები:

** ჩინურიდან ქართულად და ქართულიდან ჩინურად ზუსტი თარგმნა (მხოლოდ მოლაპარაკებების, შეხვედრებისა და დოკუმენტების დონეზე);
** უშუალოდ მენეჯერთან თანამშრომლობა და ყოველდღიური კომუნიკაციის მხარდაჭერა;
** ოფისში მუშაობა დღის განმავლობაში (10:00-18:00);
** კომუნიკაცია ჩინელ კოლეგებთან და ბიზნეს თემებზე თარგმნა;
** კომპანიის საქმიანობაში ჩართულობა და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** HSK 4 ან უფრო მაღალი დონე (აუცილებელია სერტიფიკატის ქონა);
** თარგმნის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** თავისუფლად საუბარი და ტექსტის გააზრება ჩინურ ენაზე (პუტონჰუა);
** ბიზნეს თემებზე კომუნიკაციისა და თარგმნის უნარი;
** მოტივაცია და დაინტერესება პოზიციით;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და გუნდური მუშაობის უნარი.

გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ ჩინურ ენაზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ჩინურ ენაზე ელფოსტაზე: daniellihao7548@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია