Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=679138&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების კონსულტანტი - თბილისი, რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი / ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

კომპანია ILARIA ეძებს გაყიდვების კონსულტანტებს პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის წამყვან, პრემიუმ ბრენდების ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.

ვეძებთ გამოცდილ პროფესიონალებს, რომლებიც კარგად იცნობენ საცალო ვაჭრობის სპეციფიკას მოდის ინდუსტრიაში და ასევე ფლობენ მომსახურების მაღალ სტანდარტებს. ადამიანებს ვისი ინტერესის სფეროც არის მოდა და აქვთ სურვილი განვითარდნენ ამ მიმართულებით. ერკვევიან ლუქს კლასის ევროპულ და ამერიკულ ბრენდებში, თვალს ადევნებენ საერთაშორისო მოდის კვირეულებსა და სეზონურ ტენდენციებს.

პოზიცია: გაყიდვების კონსულტანტი
ადგილმდებარეობა: თბილისი, რუსთავი
სამუშაო ფორმატი: სრული
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: 1200 ლარი NET + ბონუსი
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 8

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა;
** მაღაზიაში წარმოდგენილი კოლექციების ვიზუალური პრეზენტაცია და მაღაზიის სივრცეში განთავსება ბრენდის კონცეფციის შესაბამისად;
** პროდუქციის მოწესრიგება და მაღაზიის ვიზუალზე ზრუნვა;
** მომხმარებლისათვის პროდუქციის ეფექტური შეთავაზება, გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა.

გამოცდილება, განათლება და უნარები:

** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მოდის საცალო ვაჭრობაში
** მომსახურების მაღალი სტანდარტების ფლობა
** ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების ცოდნა
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ენის/სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "გაყიდვების კონსულტანტი".

გისურვებთ წარმატებას!

თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.

გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია