Робота для біженців з України
გარე გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარე გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი / ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
კომპანია შპს "შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი" ეძებს ენერგიულ, მიზანმიმართულ და კომუნიკაბელურ გარე გაყიდვების მენეჯერებს, რომლებიც შეძლებენ კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების აქტიურ პოპულარიზაციას და გაყიდვების ზრდას.

ძირითადი მოვალეობები:

** წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე ვიზიტი;
** კომპანიებისთვის ისეთი სერვისების გაცნობა და შეთავაზება როგორიცაა: შრომის უსაფრთხოება, Haccp, პერსონალურ მონაცემთა დაცვის და შრომითი უფლებები.
** კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვებში ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** შრომის უსაფრთხოების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სხარტი, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და რეაგირების უნარი.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 12:00-19:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი კომპანია გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** Fit Pass-ის ვაუჩერს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

კორპორატიულ მობილურ ნომერს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: info@smgroup.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "გარე გაყიდვების მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე