| 
				დასახელება: 
				HR მენეჯერი
			 | 
		 
		
			| მომწოდებელი: 
				
											კომპანია
									
			 | 
		 
		
			| 
				  გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი 
				/ ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
			 | 
		 
			
		
			
				კომპანია აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე. 
 
ლოკაცია: თბილისი 
ანაზღაურება: 1200-1400 ლარი 
გრაფიკი: ყოველდღე 09:00-17:00 
შაბათ-კვირა დასვენება 
 
მოვალეობები: 
 
** კომპანიის შიდა დოკუმენტების (მათ შორის შინაგანაწესის, პროცედურების, შრომითი ხელშეკრულების, HR პოლიტიკის დოკუმენტის) შემუშავება ან/და განახლება, მომზადებული შინაარსის, განხორციელების შეფასება; 
** ორგანიზაციული კულტურის განვითარების ხელშეწყობა; 
** თანამშრომელთა მოზიდვისა და ადაპტაციის პროცესის ერთიანი სისტემის შემუშავება, მართვა და დანერგვა, მიმდინარეობის ანალიზი; 
** თანამშრომელთა მოტივაციასა და შენარჩუნებაზე ზრუნვა,  
** თანამშრომელთა შერჩევის პროცესის მართვა (რეზიუმეების გადარჩევა, დაბარება|) 
** სამუშაო აღწერილობების მომზადება და პერიოდული განახლება; 
** პერსონალის მართვა და დენადობის კონტროლი; 
** HR რეპორტინგის წარმოება და ანალიზი; 
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე, სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.  
 
სამუშაო მოთხოვნები: 
 
** უმაღლესი განათლება (ფსიქოლოგიის, ბიზნეს ადმინისტრირების ან სოციალური მეცნიერებების მიმართულებით); 
** სავალდებულოა აღნიშნული მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
** საქართველოს შრომის კანონმდებლობის ცოდნა; 
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა  
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ მოგვწეროთ ან თქვენი CV გამოგვიგზავნოთ მეილზე human.resource.m.a.m@gmail.com 
			 | 
		 
	 
		
	
	 
			
			
 | 
	 | 
	
					
				
			
			
					
				
			
			
				
	 |