Робота для біженців з України
უმცროსი მარკეტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი მარკეტერი
მომწოდებელი: ლიდერ კრედიტი
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 ნოემბერი
შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მარკეტერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
სტაჟირების პერიოდი: 1 თვე (ანაზღაურებადი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციის სოციალური მედიის მართვა/ advertising;
** სოციალური მედია არხების კონტენტის შექმნა, დამუშავება; შედეგების ანალიზი;
** აუდიტორიის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი;
** ორგანიზაციის ვებ- გვერდის მართვა, საჭიროებისამებრ;
** რეკლამირებასა და ბრენდინგთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია;
** სარეკლამო სააგენტოებთან კომუნიკაცია;
** ყოველკვირეული ან/და ყოველთვიური ანგარიშების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან (მოთხოვნისამებრ);
** დამსაქმებლის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციისა და დაკავებული პოზიციის ფარგლებში.

ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:

** უმაღლესი განათლებით (ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით);
** სოც. მედია მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილებით;
** სოციალური მედიის მართვის, AD manager, Google analytics და სხვა ინსტრუმენტების ცოდნით;
** დახვეწილი წერითი და ზეპირი კომუნიკაციით;
** სწრაფად ათვისების უნარით;
** კრეატიულს;
** პასუხისმგებლობიანს;
** ორგანიზებულსა და შედეგებზე ორიენტირებულს;
** დროის ეფექტურად მართვის უნარით.
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (B2)

ჩვენ გთავაზობთ შემდეგ ბენეფიტებს:

** Fitpass
** ჯანმრთელობის დაზღვევა

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 15 ნოემბერი შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ეტაპობრივად, დედლაინამდე, შესაბამისად უპირატესობა მიენიჭება ადრე შემოსულ განაცხადებს.

გასაუბრება ჩატარდება 2 ეტაპად:

** გაცნობითი სახის გასაუბრება
** შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ დავალება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: hr@leadercredit.ge, სათაურის ველში (subject line) მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია, ჩვენი ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ-მისამართზე: http://www.leadercredit.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვისა.

თუ თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010).

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე