| 
				დასახელება: 
				გაყიდვების კონსულტანტი
			 | 
		 
		
			| მომწოდებელი: 
				
												
							ჯიესენი
						
									
			 | 
		 
		
			| 
				  გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი 
				/ ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
			 | 
		 
			
		
			
				"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" (GSN) 2011 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და სალარო აპარატების, POS სისტემებისა და სავაჭრო პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე დიდი დისტრიბუტორია.  
 
დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდს http://www.gsn.ge  
 
"ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" ("ჯი ეს ენი") თბილისში (წერეთლის გამზ. N12) ფილიალში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის (შოურუმის კონსულტანტის) პოზიციაზე. 
 
პოზიციის დანიშნულება: ფილიალის ვიზიტორებისთვის კომპანიის პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვების ზრდა. 
 
** * ჩვენი პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების და სერვისების დეტალური შესწავლა მოხდება ადგილზე, სტაჟირების პერიოდში.  
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
 
** უმაღლესი განათლება  
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება  
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა 
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე, სხვა დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:  
 
** ფილიალში მომხმარებლების დახვედრა და საჭიროებისამებრ გადამისამართება 
** მომხმარებლის მოთხოვნის იდენტიფიცირება, პირველადი ინფორმაციის მიწოდება  
** მომხმარებლისთვის პროდუქტების/სერვისების შეთავაზება/გაყიდვა 
** მომხმარებელთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა 
** გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება 
** შოურუმში პროდუქციის გამართულად ფუნქციონირებაზე, ფასების სწორად დალაგებაზე ზრუნვა 
 
სამუშაო პირობები:  
 
** სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 სთ)  
** ფიქსირებული ხელფასი + ყოველთვიური ბონუსი გაყიდვებიდან 
** ჯანმრთელობის დაზღვევა 
** კორპორატიული Fitpass 
** თიმბილდინგი 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2025 წლის 1 დეკემბრამდე გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gsn.ge 
 
იმისთვის, რომ მოხდეს თქვენი მონაცემების განხილვა, ელ.ფოსტის "სათაურის ველში" (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.  
 
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახულ იქნას. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ჯორჯიან სერვის ნეთვორკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. 
 
გისურვებთ წარმატებებს!
			 | 
		 
	 
		
	
	 
			
			
 | 
	 | 
	
					
				
			
			
					
				
			
			
				
	 |