| 
				დასახელება: 
				გაყიდვების მენეჯერი
			 | 
		 
		
			| მომწოდებელი: 
				
												
							Prime Auto Import
						
									
			 | 
		 
		
			| 
				  გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი 
				/ ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
			 | 
		 
			
		
			
				ავტოიმპორტიორი კომპანია "Prime Auto Import" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 
 
თუ გიყვარს გაყიდვები და ავტომობილი შენი ინტერესის სფეროა, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა. 
 
"Prime Auto Import" 3 წელზე მეტია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე ავტო იმპორტის მიმართულებით. 
 
კომპანია "Prime Auto Import" კიდევ უფრო იზრდება და ვამატებთ თანამშრომლებს 
 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე 
ადგილმდებარეობა: ქუთაისი,  წერეთლის 2 ჩიხი, N2ა 
ანაზღაურება: საბონუსე სისტემა 
 
ძირითადი ფუნქციები: 
 
** მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია. 
** მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება, ამერიკის წამყვან აუქციონებზე. 
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა. 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: Kutaisi@primeauto.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 557 77 19 19
			 | 
		 
	 
		
	
	 
			
			
 | 
	 | 
	
					
				
			
			
					
				
			
			
				
	 |