Робота для біженців з України
ტრენინგი - ადამიანური რესურსების მართვის საფუძვლები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრენინგი - ადამიანური რესურსების მართვის საფუძვლები
მომწოდებელი: ფიფლია
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
"ფიფლია" არის თანამედროვე HR აუთსორსული კომპანია, რომელიც ეხმარება ბიზნესებს ადამიანების მართვის პროცესების გამარტივებაში, სტრუქტურირებაში და განვითარებაში.

ჩვენ ვმუშაობთ პრინციპით "Your People Partner" — რაც ნიშნავს, რომ ვართ თქვენი პარტნიორი ადამიანებთან დაკავშირებულ ყველა საკითხში: შერჩევიდან განვითარებამდე.

ფიფლიას გუნდი აერთიანებს გამოცდილ HR პროფესიონალებს, ქოუჩებს და ბიზნეს-კონსულტანტებს, რომლებიც ქმნიან ისეთ სისტემებს, სადაც ადამიანები და შედეგები თანაბრად მნიშვნელოვანია.

შპს ფიფლია აცხადებს მიღებას ტრენინგზე — "ადამიანური რესურსების მართვის საფუძვლების" მიმართულებით.

კურსი მოიცავს თანამედროვე ევროპულ პრაქტიკაზე დაფუძნებულ HR სისტემას, რომელიც დაყოფილია საფეხურებად და ფოკუსირებულია ადამიანური რესურსების მართვის საბაზისო ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებაზე.

ტრენინგის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ:

** ეფექტურად წარმართოთ რეკრუტინგის, მასრეკრუტინგის და ჰედჰანთინგის პროცესები
** იცოდეთ ადმინისტრირების პრინციპები და შრომის კოდექსის ძირითადი რეგულაციები
** გააანალიზოთ ორგანიზაციული სტრუქტურა და შიდა პროცესები
** გამოთვალოთ ფეიროლი და მართოთ ანაზღაურების სისტემა
** შექმნათ მოტივაციის და შიდა კულტურის მოდელები
** დაგეგმოთ თანამშრომელთა განვითარება და ტრენინგები

ტრენერები:

** მარიამ დემურაშვილი - Founder & CEO at Piplia, HR Outsource Expert, ICF Certified Coach
** მარიეტა მაჭარაშვილი - Business Trainer | Executive Coach, ACC ICF

ტრენინგი განკუთვნილია:

** დამწყები HR-ებისთვის, ვისაც სურს საბაზისო საფუძვლების შესწავლა.
** სტუდენტებისთვის, ვისაც სურს კარიერის დაწყება ადამიანური კაპიტალის მიმართულებით.
** პროფესიონალებისთვის, ვისაც სურს ცოდნის გაღრმავება კონკრეტულ მიმართულებაში.

განრიგი და საფასური:

** დაწყება: 2025 წლის 17 ნოემბერი
** დასრულება: 2025 წლის 15 დეკემბერი
** გაკვეთილები: კვირაში ორ ჯერ, 19:00-22:00 საათები.
** ფორმატი: ჰიბრიდული
** სრული კურსის ღირებულება: 800 ლარი
** შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდა - 50% + 50%
** სტუდენტებზე მოქმედებს 50% ფასდაკლება
** დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისობის სერტიფიკატი.

ტრენინგის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მონაწილეებს მიეწოდებათ რეგისტრაციის შემდეგ.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdhmLA-ElhOwnAEWJhOGGLnVe1d40oFt4fENIuNx4NoerWOCg/viewform?usp=header

მეილი: hr@piplia.ge
ტელ: +995 597 73 39 34
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე