Робота для біженців з України
სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: თბილსერვის ჯგუფი
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი / ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
შპს "თბილსერვის ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობებზე: მეეზოვე, მძღოლი, მძღოლის დამხმარე მუშა, სპეც. მორიგე ბრიგადის დამგველი

1. მეეზოვე

სამუშაო გრაფიკი: დილის საათებში, 06:30-დან 09:00 საათის ჩათვლით; 07:30-11:30 საათის ჩათვლით; შესვენების საათების გარეშე ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით. დასვენების დღე - კვირა.

მეეზოვის სამუშაო აღწერილობაში გათვალისწინებულია ქალაქის როგორც ცენტრალური ქუჩებისა და გზების, ასევე შიდა კვარტლების დაგვა-დასუფთავება დილის საათებში

2. სპეც. მორიგე ბრიგადის დამგველი

მოვალეობები: ქალაქის ქუჩების, სკვერების, ტროტუარების დაგვა-დასუფთავება

სამუშაო გრაფიკი: 2 ცვლა - დილის ცვლა 07:00-დან 15:00 სთ; მე-2 ცვლა 15:00-22:00 სთ

3. მძღოლი

მცოცავი გრაფიკი: ცვლების მიხედვით

მოვალეობები: მძიმე ტექნიკის მართვა - ქალაქში არსებული ურნების საყოფაცხოვრებო ნარჩენების მანქანის მართვა (შესაბამისი კატეგორიით).

4. მძღოლის დამხმარე მუშა

სამუშაო გრაფიკი: ცვლის მიხედვით (ცვლის საათები დადგენილია ნარჩენის გამოტანის ინტენსივობის მიხედვით დღის პირველ ნახევარში, მეორე ნახევარში და ღამის საათებში). დასვენების დრო - ცვლაში ერთი საათი შესვენება, კვირაში ერთი დღე დასვენება.

მოვალეობები: ქალაქის ქუჩებში განლაგებულ ნაგავშემკრებ ურნებში მოთავსებული ნარჩენის ჩაცლა შესაბამის სპეც. ტექნიკაში და გარშემო მობნეული ნარჩენის მოგვა-კონტეინერში განთავსება.

სამუშაო ადგილმდებარეობა (მისამართი): აღნიშნულ პოზიციებზე შესაძლებელია მოხდეს შეთანხმება დასაქმებულის სურვილის მიხედვით - დასუფთავების დეპარტამენტი შედგება 10 რაიონული სამსახურისგან და სურვილის შესაბამისად შესაძლებელია დასაქმდნენ

მისამართი: აკ. ბელიაშვილის 119/121 და კახეთის გზატკეცილი N67;

მოთხოვნები:

** განათლება: საშუალო. არასრული, უმაღლესი
** მანქანის მართვა (შესაბამისი კატეგორიით).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: ana.karapetiani@yahoo.com - ადამიანური რესურსების მართვისა და საქმის წარმოების სამსახური ანა კარაპეტიანი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე