Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=679029&print=yes&view=jobs
 
მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი / ბოლო ვადა: 17 ნოემბერი
"Hashbank" არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ მოტივირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: მოლარე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სალარო ოპერაციების შესრულება ბანკის შიდა პოლიტიკისა და რეგულაციების შესაბამისად;
** სალაროში ნაღდი ფულის მიღება და გაცემა კლიენტებთან ანგარიშსწორებისას;
** ვალუტის გაცვლის ოპერაციების შესრულება მოქმედი კურსების საფუძველზე;
** ფულის ნამდვილობისა და ვალუტის შემოწმება;
** კლიენტის იდენტიფიკაციის წესების ზედმიწევნით დაცვა;
** სალაროსთვის დადგენილი ლიმიტების დაცვა;
** ფულის ნაშთის კონტროლი სამუშაო დღის განმავლობაში და დღის ბოლოს;
** განხორციელებული ოპერაციების ზუსტი და დროული ასახვა და საჭირო დოკუმენტაციის უშეცდომოდ წარმოება;
** სალაროს უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა;
** ბანკის შიდა რეგულაციების და ბანკის მარეგულირებელი ორგანოს (ეროვნული ბანკის) მოთხოვნების დაცვა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის უზრუნველსაყოფად (AML/CFT);
** საჭიროებისამებრ, ნაღდი ფულის ინკასაციის პროცესში ჩართულობა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთა კონსულტაცია საბანკო პროდუქტებთან დაკავშირებით;
** ანგარიშზე თანხების შეტანა/გატანა და შესაბამისი საბანკო დოკუმენტაციის შევსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება.
** ცოდნა და გამოცდილება:

- სასურველია უმაღლესი განათლება;
- საბანკო სისტემაში აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- საბანკო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- ნაღდი ფულისა და ვალუტის სტანდარტების ცოდნა;
- სალაროს საქმიანობასთან დაკავშირებული სერტიფიცირება (ყალბი ფულის ამოცნობა, ნაღდ ფულთან მუშაობა, უსაფრთხოების სტანდარტები და სხვა) ჩაითვლება უპირატესად;
- სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- MS Office-სთან მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** სისწრაფე და ოპერატიულობა;
** დეტალებზე ფოკუსირების უნარი და მაღალი სიზუსტე;
** კარგი საკომუნიკაციო უნარები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კეთილსინდისიერება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 17 ნოემბერი, 2025.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია