Робота для біженців з України
ბარმენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენი
მომწოდებელი: სნეპ ფიტნეს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 03 ნოემბერი / ბოლო ვადა: 03 დეკემბერი
"Snap Fitness Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბარში წარმოდგენილი საკვები დანამატების სრულყოფილი ცოდნა;
** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის შეთავაზება და გაყიდვა;
** შეიკების/ყავის/ფრეშის სწრაფად და ხარისხიანად მომზადება;
** ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება ფიტნესით დაინტერესებულ კანდიდატს;
** ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები: ენერგიული და კომუნიკაბელური.

ჩვენ გთავაზობთ: სნეპ ფიტნესის დარბაზში შეუზღუდავ წვდომასა და სარგებლობას.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 4 დღე ცვლების მიხედვით - 09:00-დან 15:45-მდე და 15:45-დან 22:30-მდე.
ანაზღაურება: ფიქსირებული, ხოლო გეგმის შესრულების შემთხვევაში, დამატებით ხელფასის 25%.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: lukanizharadze30@gmail.com

და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე