Робота для біженців з України
ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ლაზიერი
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი / ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
ჩვენ ვეძებთ პროფესიონალებს, რომლებიც გამოირჩევიან კეთილსინდისიერებით, ორგანიზებულობითა და განვითარებისაკენ სწრაფვით.

ჩვენ გთავაზობთ შესაძლებლობას, იმუშაოთ გუნდში, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე, ცოდნის გაზიარებასა და უწყვეტ პროგრესზე.

თუ, გსურს გახდე წარმატებული გუნდის ნაწილი და განავითარო შენი ლიდერული უნარები- შემოგვიერთდი!

"ლაზიერი" ქართული ბრენდია, რომელიც 2013 წლიდან ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ავეჯს ქმნის, როგორც კორპორატიული მომხმარებლებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის.

ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო შეიქმნა წამყვანი გერმანული საკონსულტაციო კომპანიის LIGNUM CONSULTING ექსპერტებთან თანამშრომლობით და აღიჭურვა უახლესი იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებით (SCM GROUP, HOLZ-HER, GLOBAL PRESS). საწარმო განლაგებულია 3, 500 მ²-ზე და 80 მაღალკვალიფიციურ ადგილობრივ კადრს ასაქმებს. ლაზიერის ავეჯი იქმნება მაღალი ხარისხის ხის, ქვის (კორიანი - DUPONT`S CORIAN®, ნეოლითი - ThESIZE`S NEOLITH®), მეტალის და კომპოზიტური მასალებით (MDF, ლამინატი, HPL).
ლაზიერს მასშტაბური პროექტები აქვს შესრულებული, ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა: City Mall, Tbilisi Gallery, Golden Tulip, Lopota Lake Resort and spa, Bioli Wellness Resort; Making Science Sweeft, King David, Raymann, Archi, Kutaisi Airport; in Vitro; Terminal, Tbc Bank და სხვა.

ლაზიერის შესრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://tinyurl.com/2ee8smde

"ლაზიერი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, პროცედურების შემუშავება, განხორციელება და გაუმჯობესება;
** ახალი თანამშრომლების შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა (საჭიროებების განსაზღვრა, ინტერვიუები, ტესტირება, რეკომენდაციები);
** ადაპტაციის პროცესის კოორდინაცია უშუალო ხელმძღვანელებთან ერთად;
** Self.ge სისტემის გამართულად ადმინისტრირება და თანამშრომელთა პერსონალური ინფორმაციის შენახვა პროგრამულად და მატერიალურად;
** შრომის ხელშეკრულების მომზადება, განახლება, შეჩერება და შეწყვეტა, მათ შორის, ყველა თანმდევი ადმინისტრაციული დოკუმენტაციის (პირადი საქმე, ცნობები, განცხადებები, წერილები) მომზადება;
** ვადების კონტროლი და შესაბამისი ხელმძღვანელების ინფორმირება ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე;
** სამუშაო დროის კონტროლი, ნამუშევარი დროების გენერირება და დეპარტამენტების ხელმძღვანელების მხრიდან დადასტურების უზრუნველყოფა
თანამშრომელთა შეფასებისა და განვითარების სისტემის დაგეგმვა და დანერგვა;
** ურთიერთობა სადაზღვევო, სატელეკომუნიკაციო და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან;
** კორპორატიული ღონისძიებების ორგანიზებაში დახმარება და თანამშრომელთა ჩართულობის მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია, იურიდიული ან ბიზნესის ადმინისტრირება);
** აღნიშნულ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენები ცოდნა;
** საოფისე და HR პროგრამების (MS Office და SELF HR) ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული.

ლაზიერში დაგხვდებათ:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** ფიტპასი;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ფეიქართა 12;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, დილის 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@lazieri.com და zhumegrelishvili@lazieri.com

გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი".

სასურველია, სამოტივაციო წერილით, მოკლედ გვაცნობოთ თქვენი მიზნებისა და შესაძლებლობების შესახებ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

ლაზიერი ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე