Робота для біженців з України
პრაქტიკული კურსის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრაქტიკული კურსის მასწავლებელი
მომწოდებელი: ავტოსკოლა სტარტი
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი / ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
ავტოსკოლა "სტარტი" აცხადებს ვაკანსიას პრაქტიკული კურსის მასწავლებლის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა B კატეგორიაზე (სავალდებულო);
** ქალაქში ავტომანქანის მართვის მინიმუმ3 წლიანი გამოცდილება;
** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა და მოთმინება;
** სწავლისა და ცოდნის გადაცემის უნარი;
** გამოცდილება ავტოსკოლაში მუშაობის სფეროში არ არის სავალდებულო.

რუსულ ენაზე თავისუფლად საუბრის შესაძლებლობა.

მოვალეობები:

** მოსწავლეებთან პრაქტიკული სწავლების ჩატარება მოედანსა და ქალაქის პირობებში;
** უსაფრთხოებისა და საგზაო წესების დაცვის უზრუნველყოფა;
** სწავლის პროცესის შეფასება და რეკომენდაციების მიცემა;
** ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი.

სამუშაო გრაფიკი: 12:00 საათიდან 20:00 საათამდე
დასვენება: კვირაში ერთი ან ორი დღე
ანაზღაურება: 1500 ლარიდან

დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე:
Alekomamadashvili@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე