|
დასახელება:
ადვოკატის თანაშემწე
|
| მომწოდებელი:
ToGo in Law
|
|
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
|
"ToGo in Law" აცხადებს ვაკანსიას ადვოკატის თანაშემწის (სრული განაკვეთი/ოფლაინ, ბათუმი) პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ თანამშრომელს, რომელიც იქნება ჩართული სამართლებრივი საქმეების წარმოებაში და უზრუნველყოფს ადვოკატის დახმარებას მიმდინარე პროცესებში.
ფუნქციები და მოვალეობები:
** საქმის წარმოება და დოკუმენტების მართვა.
** განცხადებების, ხელშეკრულებების, საჩივრების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება და დამუშავება.
** კომუნიკაცია სახელმწიფო უწყებებთან, ნოტარიუსებთან, სასამართლოებთან და სხვა შესაბამის სტრუქტურებთან.
** საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა შეხვედრებში და საქმიანი მიმოწერის წარმოება.
** ვადების, პროცესების და საქმის სტატუსების მონიტორინგი.
** სამართლებრივი საკითხების კვლევა, ნორმატიული აქტების და სასამართლო პრაქტიკის მოძიება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ქართული და რუსული ენების სრულფასოვანი ფლობა.
** იურიდიული განათლება
** ზუსტი, ლოგიკური და სტრუქტურირებული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
** სამუშაო დისციპლინა და ორგანიზებულობა.
სასურველი უნარები:
** სამართლებრივ სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** ჩაბარებული ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდები;
** ოფიციალური წერილების და საქმიანი კომუნიკაციის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** მუშაობა კომფორტულ გარემოში.
** პრაქტიკული გამოცდილების მიღების და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
** მრავალფეროვანი სამართლებრივი ამოცანები.
** სტაბილური ანაზღაურება და სამუშაო პირობები.
განაცხადის წარდგენა:
თუ თავს აღნიშნულ პოზიციაზე ხედავთ, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი ელფოსტაზე: togoinlaw@gmail.com
საკონტაქტო ტელ: 577341777
|
|
|
|