Робота для біженців з України
სოციალური საკითხების მართვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური საკითხების მართვის სპეციალისტი
მომწოდებელი: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 ნოემბერი
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას სოციალური საკითხების (განსახლება) მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული (09:00 - 18:00 საათი)
ანაზღაურება: 4 000 ლარი (gross)

კომპანიის შესახებ:

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" (UWSCG) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიაა, რომლის პარტნიორია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო. კომპანია უზრუნველყოფს წყალმომარაგებისა და წყალარინების სერვისებს საქართველოს მასშტაბით (თბილისის, მცხეთის, რუსთავის, გარდაბნისა და აჭარის გარდა) და მისი მიზანია მოსახლეობისთვის ხარისხიანი, უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფა. ასევე, გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.

ვაკანტური პოზიციის შესახებ:

გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის სოციალური საკითხების მართვის სპეციალისტი პასუხისმგებელი იქნება ADB-ის (აზიის განვითარების ბანკის) მიერ დაფინანსებული "სასმელი წყლის სისტემების განვითარება საქართველოს სოფლებში" პროგრამის ფარგლებში სოციალური ზემოქმედების შეფასებასა და მართვაზე, ეროვნული კანონმდებლობისა და დონორი ორგანიზაციების მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროგრამის ფარგლებში საპროექტო და წინასაპროექტო დოკუმენტაციის განხილვაში მონაწილეობა;
** პროგრამის ფარგლებში სოციალური ზემოქმედების შესწავლა, დონორი ორგანიზაციის სოციალური საკითხების სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** პროგრამის ფარგლებში სოციალური ზემოქმედებების შესაფასებლად და მინიმალიზაციის მიზნით საჭირო ღონისძიების გატარება;
** სოციალური საკითხების შესახებ სხვადასხვა ანგარიშების განხილვა, განახლება და საბოლოო სახით დამუშავება, მათ შორის: მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმები (LARP); დაინტერესებულ მხარეებთან ჩართულობის გეგმები (SEP); საარსებო წყაროების აღდგენის გეგმა (Livelihood Restoration Plan); Social Due Diligence Reports და სხვ.;
** პროგრამის ფარგლებში კონტრაქტორებისთვის ტრენინგების ჩატარება სოციალური საკითხების მიმართულებით;
** საჯარო შეხვედრების ორგანიზება და მონაწილეობის მიღება;
** პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად სოციალური ანგარიშების განახლება;
** ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად, დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სავალდებულოა);
** მსგავს პოზიციაზე არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** გამოცდილება ADB-ის ან სხვა საერთაშორისო დონორების პროექტებში ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა (სავალდებულოა);
** Microsoft Office-ის (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
** ArcGIS-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო ცოდნა და უნარები:

** შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა (საქართველოს კანონმდებლობა, ADB-ის რეგულაციები);
** საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
** საქართველოს კანონი "აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ";
** საქართველოს კანონი "საჯარო რეესტრის შესახებ";
** საქართველოს კანონი "სახელმწიფო ქონების შესახებ";
** ანალიტიკური აზროვნება და რედაქტირების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია და პრეზენტაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვა და კოორდინაცია;
** სწრაფი გადაწყვეტილების მიღების და გუნდურად მუშაობის უნარი;
** პუნქტუალობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

რატომ ჩვენთან:

UWSCG გთავაზობთ სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს, სადაც გექნებათ შესაძლებლობა წვლილი შეიტანოთ ქვეყნის ინფრასტრუქტურული განვითარების მნიშვნელოვან პროცესებში და დაგეგმოთ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ერთად.

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.
კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 16 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@water.gov.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის (შეიძლება განისაზღვროს უფრო ნაკლები ვადა) ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე