Робота для біженців з України
სალომბარდე სესხის ექსპერტი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სალომბარდე სესხის ექსპერტი
მომწოდებელი: სვიფტ კრედიტი
გამოქვეყნდა: 01 ნოემბერი / ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
"სვიფტ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას სალომბარდე სესხის ექსპერტის პოზიციაზე.

"სვიფტ კრედიტი" გასცემს ტექნიკით უზრუნველყოფილ სალომბარდე სესხებს და ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ ფინანსურ ორგანიზაციას მომსახურების ამ სფეროში. კომპანია ორიენტირებულია სანდოობაზე, მომსახურების სისწრაფეზე, მაღალ ხარისხზე და მოქნილ საგადახდო პირობებზე.

მდებარეობა: ქალაქი რუსთავი, ლეონიძის და მესხიშვილის კვეთა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სალომბარდე სესხის გაცემა;
** ტექნიკის შეფასება;
** ნაღდ ფულთან დაკავშირებული სალარო ოპერაციების წარმოება;
** მომხმარებლისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურება.

საჭირო ცოდნა კვალიფიკაცია და უნარები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (მისაღებია საშუალო განათლებაც);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათიანი სამუშაო გრაფიკი, ღამის საათებში მოსვენების უფლებით.

სტაჟირება: შერჩეულ კანდიდატს უტარდება ტრენინგი/სტაჟირება ტექნიკის შეფასების შესწავლის მიზნით.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი, ხელზე ასაღები 1300 ლარი + ბონუსი (300-600).

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: swiftcredit.hr@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე