|
დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
მზიური
|
|
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, ჰაგისი და სხვა) დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში მარკეტინგის მენეჯერის თანამდებობაზე:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ციფრული არხებისთვის ტექსტების შემუშავება;
** ვიზუალური მასალის მომზადება
** სოციალურ ქსელებში (Facebook, YouTube, Instagram) ორგანიზაციის გვერდებისა და არხის მართვა, რეკლამირება
** ციფრული რეკლამის სტრატეგიული სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი აქტივობების განსაზღვრა, შესრულება და ეფექტიანობის მონიტორინგი
** ციფრული კამპანიების სტრატეგია და მართვა, შედეგების რეგულარულად ანალიზი და მათი შესაბამისად ოპტიმიზაცია
** ვიზუალური მასალების (პოსტერი, ბანერი და ა.შ) მომზადება ან/და მომზადებაში ჩართულობა და დადასტურებული მასალების განთავსება სოციალურ მედია არხ (ებ)ზე;
** კომპანიის შიგნით კრეატიული პროცესების მართვა და კრეატიული კონტენტის შექმნაში ჩართულობა;
** მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს ან იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** MS OFFICE პროგრამების ცოდნა
** Adobe Photoshop, Adobe Illustrator-ის პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი.
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** საათები: 10:00-დან 18:00 საათამდე
** ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად შეთანხმებით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mziuri.com.ge
შენიშვნა: წერილის სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მარკეტინგის მენეჯერის თანაშემწე".
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:
1. დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "მზიური, საკონტაქტო ინფორმაცია: 032 2 00 11 55;
2. მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
3. სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
4. ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;
5. მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "მზიური-ს" ადამიანური რესურსების სამსახური;
6. მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
7. ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 6 თვე;
8. ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ:
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება.
9. შპს "მზიური" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
|
|
|
|