Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=678852&print=yes&view=jobs
 
მძღოლ-ექსპედიტორის დამხმარე - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-ექსპედიტორის დამხმარე
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის დამხმარეს პოზიციაზე ქუთაისში.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

ვებსაიტი: http://www.bms.ge

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, სამშაბათი-შაბათი 09:00-18:30სთ. შესვენება დღეში 1 სთ.
დასვენება: კვირაში ორი დღე, კვირა-ორშაბათი.
ანაზღაურება: 950 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი პასუხისმგებლობა:

** პროდუქტის დატვირთვა-დაცლა;
** შეკვეთების მიხედვით სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება;
** სალარო აპარატთან მუშაობა;
** საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება/შევსება;
** ობიექტებიდან თანხის აღება/გამოტანა.

მოთხოვნები:

** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა);
** სასურველია C კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

მობ: 595 089796.

გისურვებთ წარმატებას!

"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს "ბიემესმა" შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია