|
დასახელება:
მარკეტინგული პროექტების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
პსპ ფარმა
|
|
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 14 ნოემბერი
|
"PSP Pharma" ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.
დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.
კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.
"პსპ ფარმა" აცხადებს მარკეტინგული პროექტების მენეჯერის ვაკანსიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სხვადასხვა ბრენდისთვის განკუთვნილი მარკეტინგული პროექტების შესაბამისი მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება;
** მარკეტინგული გეგმების, მიზნების, ვადებისა და ბიუჯეტების დეტალურად განსაზღვრა;
** ბაზრის კვლევების ჩატარება და კონკურენტების ანალიზი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მისაღებად;
** სხვადასხვა ბრენდის მარკეტინგული პროექტების ერთდროულად მართვა.
** პროცესის კოორდინაცია კომპანიის გუნდსა და გარე პარტნიორებს შორის (სერვისის მომწოდებლები, სააგენტოები, მედია, სხვ.);
** ბიუჯეტების კონტროლი, ვადების დაცვა და შედეგების შეფასება;
** კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება ბრენდების პორტფოლიოში არსებული პროდუქტების ან /და სერვისების სეზონურობის და სხვადასხვა სპეციფიკური მახასიათებლების გათვალისწინებით;
** კამპანიების შედეგების მონიტორინგი, ანალიზი და ანგარიშგება;
** სხვადასხვა ბრენდის საკომუნიკაციო და სარეკლამო მასალების შექმნის კოორდინაცია - სოციალური მედია, ვიზუალური კომუნიკაციის მასალები, ტექსტები, ბანერები, სხვ;
** ბრენდების იდენტობასთან შესაბამისი მასალების მომზადება;
** სხვადასხვა მედია პლატფორმების საკომუნიკაციო კალენდრების შექმნა და მართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი) ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით;
** მარკეტინგული პროექტების მართვის გამოცდილება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონზე ცოდნა;
** ინგლისური ენის (B2) ცოდნა;
უნარები და პიროვნული თვისებები:
** ბაზრის ანალიზის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პროექტულად მუშაობის უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციების მომზადების უნარი და ანალიზის საპრეზენტაციო ფორმატში წარდგენის უნარი;
** გამართული წერითი კომუნიკაცია;
** გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 14 ნოემბერი.
|
|
|
|