Робота для біженців з України
მარკეტინგისა და კომუნიკაციების ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგისა და კომუნიკაციების ასისტენტი
მომწოდებელი: აკაკი ბაქრაძის საზოგადოება
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
"აკაკი ბაქრაძის საზოგადოება" (https://akakibakradzesociety.org/) აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მარკეტინგისა და კომუნიკაციების ასისტენტი (ნახევარი განაკვეთი).

ძირითადი მოვალეობები:

** საზოგადოების კომუნიკაციის სტრატეგიის განხორციელება;
** სოციალური მედიის პლატფორმების ტექსტური, ვიზუალური და მულტიმედიური მასალის მომზადება და განთავსება;
** საზოგადოების ღონისძიებებისა და პროგრამების საინფორმაციო უზრუნველყოფა;
** საზოგადოების აქტივობების მონიტორინგი და ანგარიშგება.

სავალდებულო მოთხოვნები:

** ღრმა კავშირი აკაკი ბაქრაძის საზოგადოების მისიასა და პრინციპებთან (https://akakibakradzesociety.org/);
** უმაღლესი განათლება ან მიმდინარე სტუდენტის სტატუსი პოლიტიკის, ისტორიის, ლიტერატურის, კომუნიკაციის, მარკეტინგის ან სხვა ჰუმანიტარული მიმართულებით;
** სოციალური მედიის მართვის ან კომუნიკაციების გამოცდილება;
** ძლიერი წერითი და კომუნიკაციის უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და შემოქმედებითი მიდგომა.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:

** 6-8 საათი კვირაში;
** მოქნილი გრაფიკი;
** ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

აპლიკაციის შესავსებად გადადით მითითებულ ბმულზე: https://akakibakradzesociety.org/მარკეტინგისა-და-კომუნიკა/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე