Робота для біженців з України
დამხმარე სპეციალისტი - ბორჯომი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე სპეციალისტი
მომწოდებელი: ბორჯომი ლიკანი
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე სპეციალისტის პოზიციაზე კადრების დეპარტამენტში.

კვირაში მხოლოდ 20 სამუშაო საათი.
ანაზღაურება: 650 ლარი

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება - სრული;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მოქმედი თანამშრომლების მიმდინარე საკადრო საქმიანობის ადმინისტრირება;
** სამუშაო საათების აღრიცხვის ფორმების წარმოება;
** რეკრუტინგის პროცესების მართვა;
** თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების მართვა და ა.შ.

პიროვნული უნარ ჩვევები:

** კონფლიქტური სიტუაციების მართვის და მოლაპარაკებების უნარი;
** სტრატეგიული აზროვნება;
** ობიექტურობა და სამართლიანობა;
** თანაგრძნობის და ემპათიის უნარი;

ბენეფიტები:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
** კვება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: tinatin.maisuradze@borjomilikaniresort.com

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე