|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ქარექს იმპორტ
|
|
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
ლოგისტიკური კომპანია "ქარექს იმპორტი", 2021 წლიდან ოპერირებს საქართველოში ავტოიმპორტის მიმართულებით, რომელიც აერთიანებს რეგიონულ ოფისებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. თუ გსურს შემოუერთდე მზარდ და მეგობრულ გუნდს, სადაც კარიერული განვითარების ეტაპები ყველასთვის ღიაა მაშინ ჩვენ შენ გეძებთ!
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას 27
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11:00-19:00)
ანაზღაურება: მოჭრილი + სოლიდური საბონუსე სისტემა
"ქარექს იმპორტში" ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც:
** მოიძიებს პოტენციურ მომხმარებლებს და შესთავაზებს მათ კომპანიის პროდუქტებს
** დააორგანიზებს შეხვედრებს პოტენციურ მომხმარებლებთან;
** იზრუნებს გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარებაზე დილერებთან
** მოახდენს მომხმარებლების საჭიროების იდენტიფიცირებას
** მუდმივად განაახლებს მის ხელთ არსებულ ბაზებს
თუ ეს ყველაფერი გაინტერესებთ და თქვენ:
** გაქვთ თუნდაც მცირე გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** გიყვართ გაყიდვები
** გიყვართ მომხმარებელთან ურთიერთობა
** იცით ან გაინტერესებთ ავტომობილების სპეციფიკა და მახასიათებლები
** ხართ კომუნიკაბელური, ორგანიზებული, გიყვართ მუშაობა გუნდში
** იცით სხვა რომელიმე ენა
გამოგვიგზავნე რეზიუმე და სამოტივაციო წერილი მეილზე: sales@crx.ge და Subject-ში მიუთითე "გაყიდვების მენეჯერი".
|
|
|
|