|
დასახელება:
მეცომე/მცხობელ-ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ბებოს ლავაში
|
|
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
"ბებოს ლავაში" აცხადებს ვაკანსიას: მეცომე/მცხობელ-ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი, დ. ერისთავის ქ. 28 (ავლაბარი, ელია)
სამუშაო განრიგი: დღის და ღამის ცვლა (კვირაში სულ 4 მორიგეობა, 2 დღე და 2 ღამე)
დღის ცვლა: 06:30-17:30 საათამდე / ღამის ცვლა: 18:00-05:00 საათამდე.
სახელფასო განაკვეთი: მზარდი 1300-2200 ლარი + სამედიცინო დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები: ავტომატიზირებული დანადგართან მუშაობა. პროცესის კონტროლი, ცხობის ციკლის ხარისხის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კვალიფიკაცია ან გამოცდილება არ მოეთხოვება.
** შევასწავლით მუშაობის პრინციპებს სამუშაო პროცესში.
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალური
** ენერგიული
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: მობ.: +995 593 31 00 19
აპლიკანტის ინფორმირება:
მე, როგორც აპლიკანტი, ჩემი სააპლიკაციო განაცხადის ან/და რეზიუმეს (CV) შპს "ლიგა +"-ის ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნით ვადასტურებ, რომ შპს "ლიგა +"-ის მხრიდან ინფორმირებული ვარ შემდეგზე:
1. ჩემ მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს შპს "ლიგა +" (ტელ: 514 03 00 03).
2. ჩემი პერსონალური მონაცემები, შპს "ლიგა +"-ის მიერ მუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "ბ" (ჩემთან გარიგების დასადებად) და "კ" (ჩემი რეზიუმეს განსახილველად) ქვეპუნქტების საფუძველზე, ჩემთან სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
3. ჩემ მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდება სავალდებულოა/აუცილებელია ჩემი კანდიდატურის განსახილველად, ხოლო, მიუწოდებლობა წარმოადგენს შპს "ლიგა +"-ის მიერ ჩემი კანდიდატურის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.
4. შპს "ლიგა +"-ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია შპს "შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის ჯგუფი" (ტელ: +995 577 208 787).
5. ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში ჩართულია იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელსაც ეკუთვნის ვაკანსია და HR დეპარტამენტის შესაბამისი თანამშრომელი/თანამშრომლები. თითოეულ მათგანს გაცნობიერებული აქვს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა და ნაკისრი აქვს მათი დაცვის ვალდებულება.
6. შპს "ლიგა +" არ გეგმავს ჩემი პერსონალური მონაცემების სხვა პირებისათვის გადაცემას, მათ შორის საერთაშორისო გადაცემას.
7. ჩემი პერსონალური მონაცემები ინახება ჩემ მიერ მისი მიწოდებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვისა, ხოლო, ჩემთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მიღებული იქნება დამატებითი გადაწყვეტილება ჩემი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადებთან დაკავშირებით.
8. მაქვს შემდეგი უფლებები: მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება; მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების მოთხოვნის უფლება; მონაცემების დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება; მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის უფლება; მონაცემთა გადატანის მოთხოვნის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების და აღნიშნული კანონით დადგენილი წესების შპს "ლიგა +"-ის მიერ დარღვევის შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ან სასამართლოში გასაჩივრების უფლება.
|
|
|
|