Робота для біженців з України
წარმოების მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების მენეჯერი
მომწოდებელი: პურის საწარმო
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
პურის საწარმო აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის თანამდებობაზე რუსთავში.

ვეძებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდის წევრს, რომელსაც უყვარს სიახლეები და აქვს ენთუზიაზმი თანამედროვე მენეჯმენტისა და წარმოების განვითარების მიმართ.

თუ გაქვთ გამოცდილება ან განათლება კვების პროდუქტების წარმოებაში ან ზოგად წარმოების მენეჯმენტში - გელით ჩვენს გუნდში!

ძირითადი მოვალეობები:

** თანამშრომლების მართვა (დავალებების განაწილება, კონტროლი, მოტივაცია)
** ახალი თანამშრომლების ადაპტაცია და გადამზადება (პროცესის ახსნა, უსაფრთხოება, პრაქტიკული ტრენინგი)
** წარმოების ორგანიზება
** დანადგარების კონტროლი (ღუმელები, მიქსერები)
** პროდუქციის ხარისხისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა
** ნედლეულის მიღება/გაცემა და საწყობის აღრიცხვა

მოთხოვნები:

** 2+ წელი გამოცდილება წარმოების მენეჯმენტში ან კვების სექტორში
** 1+ წელი გუნდის მართვის გამოცდილება
** დანადგარებთან პრაქტიკული მუშაობა (სპეციფიკაციების გაგება, ექსპლუატაცია)
** ახალი თანამშრომლების გადამზადების გამოცდილება
** პასუხისმგებლობა, სისწრაფე, სწავლების უნარები
** MS Excel (მარტივი აღრიცხვა), WhatsApp

ჩვენი შეთავაზება: ხელფასი: 1600 - 1900 GEL (გამოცდილების მიხედვით) + ბონუსი (შესრულებული სამუშაოს მასშტაბით)

განაცხადის წარდგენა:

თუ ხედავთ საკუთარ თავს ამ პოზიციაზე, გამოგვიგზავნეთ CV: marekhi@diliskari.ge ან დაგვიკავშირდით: 555 26 37 66.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე