|  
		
			| დასახელება: 
				წიბოს მიკვრის სპეციალისტი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							ჯეო დეკორი |  
			| გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი |  
			| კომპანია "ჯეო დეკორ" ავეჯის მასალების კომპანია აცხადებს ვაკანსიას წიბოს მიკვრის სპეციალისტი. 
 "ჯეო დეკორ"-ი წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების იმპორტიორ კომპანიას. მომხმარებლებს სთავაზობს უახლესი დიზაინის გამძლე და ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამის საავეჯე მასალებს, ასევე ავეჯის დასამზადებლად თანამედროვედ აღჭურვილ საწარმოში ხდება კლიენტების მოთხოვნილებებზე მორგებული უმაღლესი დონის მომსახურება (დაჭრა, დაწიბოვება, სნს მომსახურება).
 
 ლოკაცია: თბილისი, ფეიქართა 12, ქსნის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია (მეტრო ღრმაღელედან 10 წუთი).
 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით - 9:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
 
 ** შესვენება- 1 საათი.
 ** დასვენების დღე - კვირა.
 ** ჯანმრთელობის დაზღვევას კოპანიის ხარჯზე;
 ** შვებულება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
 
 ფუნქცია-მოვალეობები:
 
 ** დაჭრილი მასალის იდენტიფიცირება და შეკვეთასთან შესაბამისობის კონტროლი;
 ** დეტალების (დაჭრილი მასალის) დაწიბოვება;
 ** დაწიბოვებული მასალების დალაგება სტანდარტის შესაბამისად;
 ** სამუშაოს შესრულების დროს ხარისხის კონტროლი;
 ** დანადგარის მოვლა/დასუფთავება;
 ** უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
 
 სასურველი გამოცდილება:
 
 ** წიბოს მისაკრავ დანადგართან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად
 ** საავეჯე მასალების და წიბოს მდფ, მბფ ზომების და კოდების ცოდნა
 
 კომპანია გთავაზობთ:
 
 ** დანადგარის ოპერირების შესწავლას ადგილზე
 
 ანაზღაურება : 1500 ლარი და ზემოთ კვალიფიკაციის შესაბამისად
 
 საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ ანაზღაურება საბონუსე სისტემით
 
 დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@geodecor.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "წიბოს მიკვრის სპეციალისტი".
 
 კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა.შ.
 
 დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 |  |  |  |