Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: Stone Age
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
კომპანია "STONE AGE" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს ქვის (კვარცი, გრანიტი, მარმარილო და სხვა) იმპორტს, მის დამუშავებასა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას.

სფერო: სამშენებლო მასალით მომსახურება/ვაჭრობა
ადგილმდებარეობა: თბილისი, ფეიქრების ქუჩა 2
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
ანაზღაურება: 1800-2000 ლარი ხელზე (გამოცდილების მიხედვით)

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან/და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** სასურველია პროგრამა Balance-ში მუშაობის გამოცდილება და excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** RS.GE-ზე ზედნადებების/ფაქტურების გაწერა;
** კომპანიის ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების (შესყიდვები, გაყიდვები, ბანკი, სალარო) პროგრამაში გატარება;
** დებიტორ-კრედიტორების ყოველთვიური კონტროლი;
** მარაგების კონტროლი;
** მთავარი ბუღალტრის დავალებით სხვა საბუღალტრო ოპერაციების წარმოება.

გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ მეილზე premvacancy@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე