|
დასახელება:
დამხმარე მზა პროდუქციის საწყობში
|
| მომწოდებელი:
ექსტრამითი
|
|
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
გახდი ჩვენი ოჯახის ახალი წევრი!
კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ექსტრამითი" თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმოა. 2020 წელს კომპანია "ექსტრამითს " დაემატა კიდევ ერთი ახალი მიმართულება - სწრაფი კვების ქსელი "ექსტრამითის პავილიონი".
კომპანია " ექსტრამითი" აცხადებს ვაკანსიას მზა პროდუქციის საწყობში, დამხმარეს პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ გუნდს;
** ერთჯერად კვებას;
** სამედიცინო დაზღვევას კომპანიის თანადაფინანსებით;
** Fitpass-ის კლუბის წევრობა დასაქმებულზე და მის ოჯახის წევრებზე.
** შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი 24 დღიანი
ანაზღაურებადი შვებულებით
პოზიციის მდებარეობა: ქ. ქუთაისი
ანაზღაურება: 800 ლარი + 200 ლარი ბონუსი.
სამუშაო დრო: ღამის ცვლა, 18:00 საათიდან 10:00 საათის ჩათვლით (თვეში ორი კვირა)
კანდიდატის შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე vacancy@extrameat.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595 90 45 85, დაგვირეკეთ სამუშაო საათებში
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს FACEBOOK გვერდს https://www.facebook.com/extrameat.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი (ქუთაისი).წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია "ექსტრამით"_ში თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან იქნას შეგროვებული და დამუშავებული თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."
ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@extrameat.ge
კომპანია "ექსტრამითი" გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|