Робота для біженців з України
HR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: აშენდი აგრო საქართველო
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
შპს აშენდი აგრო საქართველო აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ნ.ხოშარაულის 29
სამუშაო განაკვეთი: 09:00 - 18:00;
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა;

ძირითადი მოვალეობები:

** თანამშრომელთა შერჩევის, ინტერვიუსა და აყვანის პროცესის მართვა;
** შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავება;
** შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოება (ხელშეკრულებები, ბრძანებები და სხვა;
** კომპანიის კორპორატიული ღონისძიებების, ტრეინინგების ორგანიზება და თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა

საჭირო მოთხოვნები:

** უნარ-ჩვევები HR სფეროში მუშაობის მიმართულებით;
** კომუნიკაციისა და გუნდურობის უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კარგი კომპიუტერული უნარები (MS office, Excel, Word)
** რუსული ენის ცოდნა; (აუცილებელი)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: HR@ashendi.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "HR მენეჯერი " რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "აშენდი აგრო საქართველო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე