Робота для біженців з України
მიმტანი - მანავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: მეღვინეობა გიუაანი
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
"მეღვინეობა გიუაანი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე თბილისში.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მეგობრულად მიღება და მენიუს შეთავაზება;
** შეკვეთების ზუსტად მიღება და გადაცემა სამზარეულოში;
** კერძებისა და სასმელების დროული მიტანა;
** მაგიდების სისუფთავის და წესრიგის უზრუნველყოფა;
** ანგარიშის წარმოდგენა და გადახდის მიღება;
** მომხმარებლის კმაყოფილების უზრუნველყოფა და პრეტენზიებზე რეაგირება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მომსახურების მაღალი სტანდარტების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მომსახურების სფეროში გამოცდილება
** სარესტორნო და სასტუმროს სფეროში;
** ინგლისურის ან სხვა უცხო ენების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა და კეთილგანწყობილი;
** პასუხისმგებლობა და სისწრაფე;
** გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციების მართვის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: სრული
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: სოფ. მანავი (ტრანსპორტირებით)

დაინტერესებულ პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. მისამართზე: Mari.Kardava@giuaani.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მიმტანი)

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე