|  
		
			| დასახელება: 
				მოლარე-კონსულტანტი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							საკონდიტრო ბელა |  
			| გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი |  
			| საკონდიტრო ბელა აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე! 
 შემოგვიერთდით და გაეცანით სიახლეებს:
 
 https://www.facebook.com/tortibela
 https://www.instagram.com/patisserie_bela/
 https://www.tiktok.com/@belastorti
 
 სამუშაო განაკვეთი: კვირაში 40 საათი;
 ლოკაცია: ქ. თბილისი
 ანაზღაურება: 900 ლარიდან-1200 ლარამდე
 
 ჩვენ გთავაზობთ:
 
 ** მეგობრულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
 ** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
 ** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.
 
 მოვალეობები:
 
 ** პროდუქციის მიღება და მაცივრებში განლაგება;
 ** მაღაზიაში არსებული პროდუქციის რეალიზაცია;
 ** მომხმარებლების თავაზიანი და სწრაფი მომსახურება;
 ** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა;
 ** კომპანიაში არსებული სტანდარტების დაცვა;
 ** ჰიგიენური ნორმების დაცვა.
 
 მოთხოვნები:
 
 ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
 ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
 ** საოფისე პროგრამების მინიმალურ დონეზე ცოდნა.
 
 პიროვნული უნარ-ჩვევები:
 
 ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
 ** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
 ** გუნდურად მუშაობის უნარი.
 
 დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@bela.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 596 453 453.
 
 რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ დამსაქმებელმა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში და განიხილოს სხვა პოზიციაზე.
 
 გისურვებთ წარმატებას!
 |  |  |  |