|  
		
			| დასახელება: 
				შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							აითი თექ |  
			| გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი |  
			| "IT Tech" არის მოწინავე IT ინტეგრატორი საქართველოში, რომელიც კომპანიებს სთავაზობს IT ინფრასტრუქტურას და წარმატებით ეხმარება ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტიან დანერგვასა და განვითარებაში. 
 კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://ittech.ge/about-us/
 
 შპს "აითი თექ" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.
 
 სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ც. დადიანის 7, ქარვასლას ბიზნეს ცენტრი.
 
 კომპანია გთავაზობთ:
 
 ** სამუშაო გრაფიკი - 09:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი);
 ** ანაზღაურება - 1700 ლარი;
 ** ჯანმრთელობის დაზღვევა (6 თვიანი გამოსაცდელი ვადის შემდგომ).
 
 ფუნქცია-მოვალეობები:
 
 ** შეკვეთების მიღება-დამუშავება, მართვა;
 ** შესყიდვების მენეჯერის ადმინისტრაციული და საორგანიზაციო მხარდაჭერა;
 ** შეკვეთების ფორმირება და CRM სისტემაში ასახვა;
 ** მომწოდებლებთან კომუნიკაციით - შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (შეთანხმებები, ინვოისები, მიმოწერა) მომზადება და არქივირება;
 ** ბაზრის კვლევა, ახალი მომწოდებლების მოძიება და ფასების ანალიზი;
 ** შესყიდვების ანგარიშგებებისა და რეპორტების მომზადება.
 
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
 ** უმაღლესი განათლება (ბიზნესის, ეკონომიკის ან ლოჯისტიკის მიმართულებით);
 ** 1-2 წლიანი გამოცდილება შესყიდვებში;
 ** ინგლისური ენის ცოდნა;
 ** MS Office და ERP/CRM სისტემების ცოდნა;
 ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
 ** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი.
 
 დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@ittech.ge და აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
 მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
 დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
 აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 |  |  |  |