Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: აითი თექ
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
"IT Tech" არის მოწინავე IT ინტეგრატორი საქართველოში, რომელიც კომპანიებს სთავაზობს IT ინფრასტრუქტურას და წარმატებით ეხმარება ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტიან დანერგვასა და განვითარებაში.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://ittech.ge/about-us/

შპს "აითი თექ" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ც. დადიანის 7, ქარვასლას ბიზნეს ცენტრი

კომპანია გთავაზობთ:

** სამუშაო გრაფიკი - 09:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი);
** ანაზღაურება - 1500 ლარი;
** განვითარების შესაძლებლობას IT სექტორში;
** ტრენინგებს საერთაშორისო ვენდორებთან (Cisco, Dell, Fortinet და სხვა)
** ჯანმრთელობის დაზღვევა (6 თვიანი გამოსაცდელი ვადის შემდგომ).

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების მენეჯერის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** კლიენტებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
** კომერციული, ტექნიკური შეთავაზებების, ტენდერული დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა;
** CRM სისტემის განახლება და შეკვეთების სტატუსის კონტროლი;
** გაყიდვების ანგარიშგებების მომზადება და ბაზრის კვლევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის, მარკეტინგის ან IT მიმართულებით);
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში;
** ინგლისური/რუსული ენის ცოდნა;
** MS Office და CRM სისტემების ცოდნა;
** კომუნიკაციის, ორგანიზების და დეტალებზე ორიენტირების უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@ittech.ge და აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე