|
დასახელება:
საწარმოს პრესების საამქროს სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ელთიბი
|
|
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
კომპანია "ელთიბი" აცხადებს მიღებას სამგორის საწარმოს პრესების საამქროს სპეციალისტის თანამდებობაზე.
კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს ავეჯის მასალების იმპორტიორ ლიდერ კომპანიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ნახევარ-ფაბრიკატების დასამზადებლად დაჭრილი მასალის დაკალიბრება და მომზადება პრესებისთვის
** ხის ანათალის შერჩევა, ზომებში მოყვანა გილიოტინაზე და შეკერვა საკერავ დანადგარზე
** ნახევარ-ფაბრიკატების მოსამზადებლად, მასალაზე შესაბამისი წებოს დატანა და შესაბამისი ტიპი პრესის დანადგარში განთავსება და დამუშავება
** საამქროს საკუთრებაში არსებული სახარჯი და ცვეთადი ნაწილების მარაგების კონტროლი და აღრიცხვა
** სამუშაო პროცესში, საწარმოში არსებული დანადგარების და ინვენტარის მოვლა
** სამუშაო პროცესში გამოვლენილი ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა
** სამუშაო პროცესში სხვა გამოვლენილი უწესივრობების მოგვარება და მითითებების შესრულება
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** შედეგზე და ხარისხზე ორიენტირება;
** დისციპლინა;
** გუნდური მუშაობა და მხარდაჭერაზე ორიენტირება.
მოგვაწოდეთ, თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - vacancy@ltb.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პრესების საამქროს სპეციალისტი".
|
|
|
|