|  
		
			| დასახელება: 
				სტაციონარული სერვისის ელექტრონიკის სპეციალისტი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							EGT Georgia |  
			| გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი |  
			| შპს "ევრო გეიმს ტექნოლოჯი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სტაციონარული სერვისის ელექტრონიკის სპეციალისტის პოზიციაზე. 
 დეპარტამენტი: ტექნიკური დეპარტამენტი
 ადგილმდებარეობა: ბათუმი
 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
 
 ძირითადი მოვალეობები:
 
 ** კომპანიის მიერ წარმოებული ელექტრონული მოწყობილობებისა და მათი კომპონენტების დიაგნოსტიკა და შეკეთება დეტალების დონეზე (მიკროსქემები, კონდენსატორები და სხვა ელემენტები);
 ** პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელება და ტექნიკური ხარვეზების დროული აღმოჩენა;
 ** ელექტრონული სქემების და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვა და გაანალიზება;
 ** შესრულებული სარემონტო სამუშაოების ხარისხის კონტროლი და დოკუმენტირება;
 ** სამუშაო პროცესის ფოტო და წერილობითი ანგარიშგების მომზადება;
 ** კომპანიის ტექნიკური უსაფრთხოების და შრომის ნორმების დაცვა.
 
 მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
 
 ** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ელექტრონიკის, ავტომატიზაციის ან მონათესავე სფეროში;
 ** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ელექტრონული მოწყობილობების შეკეთებაში;
 ** მულტიმეტრთან, ოსცილოგრაფთან და სარჩილავ მოწყობილობასთან მუშაობის უნარი;
 ** ტექნიკური დოკუმენტაციისა და ელექტრონული სქემების წაკითხვის და ანალიზის უნარი;
 ** ანალოგური და ციფრული ელექტრონიკის საფუძვლიანი ცოდნა;
 ** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა, პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
 ** გუნდური მუშაობისა და პრობლემების სწრაფად ანალიზის უნარი;
 ** კომპიუტერული პროგრამების გამოყენების უნარი.
 
 დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: career-georgia@egt.com
 |  |  |  |