Робота для біженців з України
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ენსო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
"ენსო ჯგუფი" არის კომპანიების გაერთიანება, რომლებსაც აქვთ საერთო სამუშაო პროცესები, ინფრასტრუქტურა და პასუხისმგებლობა შესრულებულ ამოცანებზე.

ჩვენ ვფარავთ სრულ ციკლს - კონსულტაციიდან და პროექტირებიდან დაწყებული, მოწყობილობების მიწოდებითა და მონტაჟით გაგრძელებული, 24/7 ოპერირებით დასრულებული. ჩვენი საქმიანობა მოიცავს წყლის სატუმბ სადგურებს, წყლის ფილტრაციას, ქიმიურ დოზირებასა და დეზინფექციას.

ჯგუფის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://ensogroup.ge/

ვაცხადებთ ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, რომელიც ჩართული იქნება ძირითადად უცხოელ მომწოდებლებთან კომუნიკაციასა და შესყიდვებში.

რა დაგევალებათ?

** პროდუქციის მოძიება მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისად;
** მიმწოდებლებთან კომუნიკაცია და პირობების შეთანხმება;
** შემოსული წინადადებების ანალიზი და შედარება;
** შესყიდვების გატარება სააღრიცხვო პროგრამაში.

სიამოვნებით განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას, იმ შემთხვევაში თუ:

** გაქვთ უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, ლოგისტიკის ან ტექნიკურ სფეროში);
** გაქვთ შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ფლობთ ინგლისური ენას მაღალ დონეზე;
** იცით საოფისე პროგრამები (განსაკუთრებით MS Excel);
** გაქვთ პროგრამაში 1C მუშაობის გამოცდილება;
** გაქვთ მზაობა იმუშაოთ სრული განაკვეთით, ოფისიდან, 09:00-დან 18:00-მდე ყოველდღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (მის. თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის 4) .

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას პირველი თვიდან;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** ადგილზე ლანჩით უზრუნველყოფას;
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობას (სურვილის შემთხვევაში);
** საპარკინგე ადგილს;
** კორპორატიულ ნომერს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქმიანობა წარვმართოთ კანონიერად და თითოეული თანამშრომლის უფლება იყოს დაცული. ამ მიზნით, ჩვენთან გარანტირებული გექნებათ:

** შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები (წერილობითი შრომითი ხელშეკრულება, ნორმირებული სამუშაო დრო, ზეგანაკვეთურის ანაზღაურება და ა.შ.)
** უსაფრთხო, დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემო და თანაბარი პირობები
** პერსონალური მონაცემების დაცვა

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@ensogroup.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა:

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.

რეზიუმეს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს შპს "ენსო ჯგუფის" მიერ კანონმდებლობის შესაბამისად

კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე