|  
		
			| დასახელება: 
				კომპენსაციების და ბენეფიტების მენეჯერი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							საქართველოს უნივერსიტეტი |  
			| გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 15 ნოემბერი |  
			| "საქართველოს უნივერსიტეტი" (UG) გთავაზობთ გახდეთ კომპენსაციების და ბენეფიტების მენეჯერი იუჯიში. 
 ვინ ვართ:
 
 საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 10 000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1300-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
 
 თანამშრომელს დავახვედრებთ:
 
 ** კონკურენტულ ანაზღაურებას
 ** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
 ** მერიტოკრატიულ და ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
 ** უსაფრთხო სამუშაო გარემოს
 ** უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს
 
 თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:
 
 ** შრომის ანაზღაურების პროცესის მართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
 ** ბენეფიტებისა და კომპენსაციების პაკეტის ადმინისტრირება (ჯანმრთელობის დაზღვევა, fitpass, UG Coin)
 ** ფეიროლისა და კომპენსაციების მიმართულებით პერიოდული რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის
 ** მონაწილეობა წლიური სახელფასო ბიუჯეტის დამუშავებასა და შრომის ანაზღაურების ბაზრის კვლევაში
 ** თანამშრომლის დარეგისტრირება სოფტებში და თანმდევი ადმინისტრაციული პროცესების, მათ შორის შრომითი შრომითი ხელშეკრულებების მართვა
 ** კომპენსაციისა და ბენეფიტების მიმართულებით ინდიკატორების (KPIs) შემუშავება და მონიტორინგი.
 ** HR ადმინისტრირების პროცესთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება
 
 კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ:
 
 ** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროში
 ** არანაკლებ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება ფეიროლის მიმართულებით
 ** MS Excel-ის პროფესიულ დონეზე ცოდნა
 ** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
 ** ორგანიზების უნარი
 ** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
 
 დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2025 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: კომპენსაციების და ბენეფიტების მენეჯერი.
 
 საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
 
 გისურვებთ წარმატებას!
 |  |  |  |