Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: GAMO
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
"Gamo" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი, დისტანციური

"Gamo" არის სპორტული ინდუსტრიისთვის შექმნილი ინოვაციური პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს უადვილებს სპორტული ობიექტების მოძიებას და დაჯავშნას. ჩვენი გუნდი ეძებს ადმინისტრატორს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლებთან და პარტნიორებთან კომუნიკაციას, ჯავშნების და საიტზე ინფორმაციის მართვას.

პასუხისმგებლობები:

** სოციალური მედიის პლატფორმებზე (Facebook და Instagram) შემოსული შეტყობინებების მონიტორინგი და პასუხის გაცემა
** მომხმარებელთა ჯავშნების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მათთან კომუნიკაცია
** სპორტულ ობიექტებთან (სტადიონები, სპორტული დარბაზები და სხვა) კომუნიკაცია, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** მომხმარებელთა კითხვებზე პასუხის გაცემა და დახმარება მომსახურების პროცესში
** თვის ბოლოს რეპორტინგი
** მოედანთან დაკავშირებული ინფორმაციის თუ თავისუფალი საათების შესახებ ინფორმაციის საიტზე შეყვანა და მათი სიზუსტის მონიტორინგი
** B2B მიმართულებით ჩვენს მომხმარებლებთან მეილით კომუნიკაცია, მათი მოთხოვნის დამუშავება და ინვოისის/ხელშეკრულების შევსება

მოთხოვნები:

** აუცილებელია ქართული, ინგლისურ და რუსული ენების ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)
** კომუნიკაციისა და მომხმარებელთა მომსახურების უნარები
** სოციალური მედიის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება
** ყურადღება დეტალების მიმართ და ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე

რას გთავაზობთ?

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** მეგობრული და ინოვაციური გარემო

თუ თქვენ გაქვთ შესაბამისი უნარები და გსურთ გახდეთ Gamo-ს გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე info@gamo.ge-ზე, სათაურის ველში ჩაწერეთ ადმინისტრატორი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე