|  
		
			| დასახელება: 
				კონსულტანტი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							შავი ბუ |  
			| გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი |  
			| "შავი ბუ" წლებია მომხმარებელს სთავაზობს საქართველოში დამზადებულ ხელნაკეთ აქსესუარებს. პროდუქციის შესაქმნელად კომპანია იყენებს უმაღლესი ხარისხის ბუნებრივ მასალებს, რის მეშვეობითაც იქმნება უნიკალური ნივთები. 
 ბრენდის უკეთესად გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ვებ-გვერდს ან დაათვალიეროთ Facebook და Instagram გვერდები:
 
 Website: https://www.ajhandmade.ge
 Facebook: https://www.facebook.com/profile.php?id=61552552861190&mibextid=ZbWKwL
 Instagram: https://www.instagram.com/shavibu_blackowl?igsh=MTVyb2thZ25qcGhweg==
 
 კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე თბილისში.
 
 ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
 
 ** სასიამოვნო სამუშაო გარემო;
 ** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
 ** განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
 ** ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;
 
 ფუნქციები და მოვალეობები:
 
 ** მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა;
 ** პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
 ** მომხმარებლისათვის მიმდინარე აქციების შეთავაზება;
 ** პროდუქციის გაყიდვა;
 ** გაყიდული პროდუქციის სისტემაში ასახვა.
 
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
 ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
 ** ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
 
 უნარ-ჩვევები:
 
 ** კომუნიკაბელურობა;
 ** გუნდური მუშაობის უნარი;
 ** გაყიდვებზე ორიენტირებულობა;
 ** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
 ** ორგანიზებულობა;
 ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.
 
 სამუშაო განრიგი: ნახევარი ან სრული განაკვეთი.
 
 ანაზღაურება:
 
 ** ფიქსირებული ხელფასი 800-1200 ლარი.
 ** ბონუსი - მაღაზიის გეგმის შესრულების შემთხვევაში.
 ** დამატებითი ბონუსი კატეგორიების გეგმების შესრულების შემთხვევაში.
 
 ადგილმდებარეობა:
 
 ** ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი "თბილისი მოლი".
 ** ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი "სითი მოლი საბურთალო".
 
 დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელ. ფოსტის მისამართზე: aj.handmade.aj@gmail.com. ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.
 
 გისურვებთ წარმატებას!
 |  |  |  |