|
დასახელება:
გიდის პროფესიული მომზადების კურსი
|
| მომწოდებელი:
ვიზიტ ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
|
ტურისტული სააგენტო "ვიზიტ ჯორჯია" არის შემომყვანი ლიდერი ტურ-ოპერატორი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ბაზარზე 1997 წლიდან ოპერირებს. კომპანია ათეული წლებია წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოს 350-ზე მეტ ტუროპერატორთან (ევროპა, იაპონია, სამხრეთ კორეა, აშშ, ლათ. ამერიკა და ა.შ) და 1000 ზე მეტ ადგილობრივ სერვისის მომწოდებელთან.
2002 წელს "ვიზიტ ჯორჯიას" ბაზაზე შეიქმნა ვიზიტ ჯორჯიას აკადემია, სადაც ასეულობით კადრი აღიზარდა და დასაქმდა შემომყვანი ტურიზმის სფეროში. მრავალი მათგანი დღესაც ჩვენი დიდი გუნდის წევრია. კომპანიის ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად სწორედ განათლება და პროფესიონალი კადრების უწყვეტი აღზრდა მიგვაჩნია.
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებ გვერდს: https://visitgeorgia.ge/
გიდის პროფესიული მომზადების კურსი
ვიზიტ ჯორჯიას აკადემია გთავაზობთ გიდის პროფესიული მომზადების თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კურსს. კურსის მიზანია მონაწილეები სრულყოფილად დაეუფლონ ტურის ჩატარების, მოგზაურებთან სწორი კომუნიკაციისა და მაღალი სერვისის მიწოდების უნარებს.
კურსის შესახებ მეტი ინფორმაციას მიიღებთ: https://visitgeorgia.ge/our-brands/visitgeoria-academy/guide-training-course/
სარგებელი
** დაეუფლები გიდის პროფესიას
** დასაქმდები მაღალანაზღაურებად პოზიციაზე
** გექნება მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემო
** იმოგზაურებ მთელი ქვეყნის მასშტაბით
** შეხვდები საინტერესო ადამიანებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან
** შეიძენ ახალ ცოდნასა და უნარებს
** გექნება კარიერული ზრდის შესაძლებლობა
მოთხოვნები:
გიდის პროფესიული მომზადების კურსით დაინტერესებული პირები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
** ერთი უცხო ენის (გერმანული, ინგლისური, ფრანგული, ესპანური, იაპონური ან კორეული) ცოდნა C1 დონეზე; ერთზე მეტი უცხო ენის ცოდნა კანდიდატების შერჩევისას ჩაითვლება უპირატესობად
** სწავლისათვის მზადყოფნა (მოტივაცია და ინტერესი პროფესიული განვითარების მიმართ)
** ფიზიკური მდგრადობა (აუცილებელია ფიზიკური გამძლეობა და გიდის საქმიანობისთვის შესაფერისი ჯანმრთელობა)
** გამართული მეტყველება
** ინფორმაციის სწორად გადმოცემისა და ადამიანებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი
კურსის დეტალური ინფორმაცია:
სწავლა დაიწყება 16 დეკემბერს და დასრულდება 17 აპრილს.
შერჩეულ კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყება 16 ნოემბრიდან
კურსი მოიცავს:
** 26 ლექციას
** ინდივიდუალურ სემინარებს
** 10 გასვლით პრაქტიკულ მეცადინეობას
** 6 შუალედურ და 1 ფინალურ გამოცდას
ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ
** სამშაბათს 11:00-13:00 (2 საათი)
** პარასკევს 11:00-13:00 (2 საათი)
სწავლება წარიმართება ქართულ ენაზე.
შეხვედრის ადგილი: ვიზიტ ჯორჯიას აკადემია. მისამართი: ინგოროყვას 4ა
მონაწილეები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.
დამატებითი ინფორმაცია
შერჩეული კანდიდატებისთვის სასწავლო კურსში მონაწილეობის საფასურს ფარავს "ტურისტული სააგენტო ვიზიტ ჯორჯია".
მუშაობის ვადები და ანაზღაურება
ყველა კურსდამთავრებული 2026 წლის ტურისტულ სეზონზე დასაქმდება ჩვენს კომპანიაში. ანაზღაურება განისაზღვრება დღიურად, ნამუშევარი დღეების მიხედვით და შეთანხმდება თითოეულ კანდიდატთან მომზადების დაწყებამდე.
რეგისტრაცია
გთხოვთ, სასწავლო კურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა 5 დეკემბრამდე გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: academy@visitgeorgia.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, მაგ: გიდი (გერმანულენოვანი)
ან შეავსეთ განაცხადის ფორმა ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScLNw9J3A8R2gcw2fl9-whEpqBcYrk9952HvL0jZwVO9SK27A/viewform
გთხოვთ გაითვალისწინოთ, შერჩეულ კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყება
16 ნოემბრიდან
გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.
|
|
|
|