Робота для біженців з України
უძრავი ქონების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: Solan Estate
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
უძრავი ქონების სააგენტო "Solan Estate" ეძებს მოტივირებულ და კომუნიკაბელურ თანამშრომლებს უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ, სამუშაო გარემოს, განვითარებისა და მაღალი შემოსავლის შესაძლებლობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 11:00 - 19:00.
ანაზღაურება: გამომუშავებით, 1000-დან 10 000 ლარამდე.
მისამართი: ზ.მუზაშვილის 7 (მეტრო ვაჟა-ფშაველასთან)

მოვალეობები:

** ბინების, სახლებისა და კომერციული ფართების გაყიდვა/გაქირავება;
** მოლაპარაკებების წარმოება კლიენტებთან;
** მონაცემთა ბაზის მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გაყიდვებში ან უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (სხვა ენების ცოდნა - უპირატესობა);

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** სარეალიზაციო სისტემით ანაზღაურებას (საშუალოზე მაღალ შემოსავალს);
** პროფესიულ განვითარებასა და ტრენინგებს;
** კორპორატიულ ნომერი;
** ულიმიტო სასაუბრო;
** წამახალისებელ პრიზებს.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ: solanestategeorgia@gmail.com

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე