Робота для біженців з України
მუზეუმის მაღაზიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მუზეუმის მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: სახვითი ხელოვნების მუზეუმი
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ვიზიტორებს აქვთ შესანიშნავი შესაძლებლობა დაათვალიერონ ასზე მეტი ქართველი ხელოვანის 3500 ნამუშევარი, რომლებიც ბოლო 70 წლის განმავლობაშია შექმნილი.

პოზიცია: მუზეუმის მაღაზიის მენეჯერი
მდებარეობა: თბილისი, რუსთაველის ქ. #7
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მუზეუმის მაღაზიის ბიზნეს ოპერაციების მართვა.
** მაღაზიის ონლაინ გაყიდვების მიმართულების ჩამოყალიბება და განვითარება.
** გაყიდვების და მარაგების მონიტორინგი, ინვენტარიზაციის კონტროლი, პროდუქციის შეკვეთა, მიღება, ბიუჯეტის მართვა.
** მაღაზიის ასორტიმენტის შერჩევა (წიგნები, ხელოვნების ნიმუშები და ა.შ.), პროდუქციის შესაბამისობის უზრუნველყოფა ორგანიზაციის მისიასთან/ გამოფენასთან.
** ხელოვანებთან/ მომწოდებლებთან ურთიერთობა და მოლაპარაკება.
** მომხმარებელთა მოთხოვნების დამუშავება.
** გაყიდვების ხელშემწყობი ღონისძიებების ინიცირება და დაგეგმვა.
** მაღაზიის ვიზუალური მერჩენდაიზინგი და გაფორმება.
** მაღაზიის თანამშრომლების სწავლება-განვითარებაზე ზრუნვა და მათი მართვა.

ზოგადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: მსგავსი ან მომიჯნავე მომსახურების სფერო
** უნარები:
** ორგანიზაციული და დროის მართვის უნარი
** კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი
** პრობლემების გადაწყვეტის და კრიზისების მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტაცია და სიზუსტე
** გუნდური მუშაობა და ლიდერობის უნარი
** კრეატიულობა და ინოვაციური აზროვნება.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@thearthouse.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

hr@thearthouse.ge -ზე თქვენი მონაცემების (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "მაგთის" მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

გამოგზავნილი მონაცემები (CV) შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე- hr@thearthouse.ge

დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.

შპს "მაგთი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე