|
დასახელება:
ბუღალტრის დამხმარე
|
| მომწოდებელი:
ფეიბოქსი
|
|
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
კომპანია "ფეიბოქსი" საგადახდო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს სწრაფი გადახდის ტერმინალების მეშვეობით. ფეიბოქსის ტერმინალები მთელი საქართველოს მასშტაბით არის განთავსებული, სადაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს სასურველი მომსახურება 24/7 რეჟიმში.
ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფისთვის კომპანია იყენებს საუკეთესო პრაქტიკებს, რომელიც დამკვიდრებულია თანამედროვე ბაზარზე, სწორედ ეს ფაქტი არის კომპანიის მუდმივი პროგრესის საწინდარი.
"ფეიბოქსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარეს პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ჩვენ გთავაზობთ:
** დაზღვევის პაკეტს;
** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (Oris, Fina);
** MS Excel-ის და საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბუღალტრული დოკუმენტების შედგენა;
** საბანკო ოპერაციების განხორციელება და აღრიცხვა;
** ბუღალტრული დოკუმენტაციის ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
** ელექტრონული ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების მართვა;
პირობები:
** გრაფიკი: 10:00-დან 18:00 საათამდე, ორშაბათი-პარასკევი.
** ანაზღაურება: 1500 ლარი (net).
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - " ბუღალტრის დამხმარე" სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|