|  
		
			| დასახელება: 
				საწყობის სუპერვაიზერი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							სქაიტელი |  
			| გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი |  
			| შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს. 
 კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://skytel.ge/ge/main
 
 შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სუპერვაიზერის პოზიციაზე
 
 დასაქმების ადგილი - თბილისი
 დაქვემდებარება - ლოჯისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 ანაზღაურება - 2100 ლარი (Net)
 სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ -18:00 სთ (1 სთ შესვენება), შაბათი - 10:00-15:00 სთ
 
 დამატებით სარგებელი:
 
 ** ჯანმრთელობის დაზღვევა
 ** FitPass (კორპ. პირობებით)
 ** ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
 ** კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება
 
 ფუნქცია-მოვალეობები:
 
 ** საწყობის პროცესების დაგეგმვა და მართვა; პროდუქციის მიღების, დასაწყობების და გაცემის პროცესების ეფექტური დაგეგმვა, სამუშაო პროცესების სტაბილურობის და დროის ეფექტურობის უზრუნველყოფა.
 ** სამუშაოს დელეგირება და კოორდინაცია: დავალებების სწორად გადანაწილება დაქვემდებარებულ თანამშრომლებზე, მუშაობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში პროცესების კორექტირება.
 ** მიღების, გადაადგილების დოკუმენტების რეგისტრირების ზუსტად და დროულად განხორციელების მონიტორინგი;
 ** საწყობში სასაქონლო მარაგების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად შეკვეთების ფორმირება და მიწოდება შესაბამისი პირებისთვის;
 ** შეკვეთების შესაბამისად პროდუქციის აგროვების და მიწოდებისთვის მომზადების პროცესის დაგეგმვა და მონიტორინგი;
 ** საწყობში ფიზიკურად არსებული საქონლის კონტროლი და ინვენტარიზაცია;
 ** სასაქონლო მარაგებზე პასუხისმგებლობა და პროგრამული და ფაქტობრივი მარაგის შესაბამისობის უზრუნველყოფა ინვენტარიზაციის გზით;
 ** რეგიონებში სასაქონლო მარაგების მიწოდების პროცესის მართვა, მიმწოდებელთან კომუნიკაცია;
 ** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული სხვა დავალებების შესრულება.
 
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
 ** უმაღლესი განათლება;
 ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
 ** სასაწყობე მეურნეობის მართვის პრინციპების ცოდნა;
 ** სასურველია ტექნიკური აპარატურის ცოდნა;
 ** ქართული ენის გამართულად ცოდნა;
 ** MS Office-ში მუშაობის გამოცდილება.
 
 უნარები/შესაძლებლობები:
 
 ** დროის ეფექტური მართვის უნარი;
 ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
 ** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
 ** გუნდური მუშაობის უნარი;
 ** პიროვნული მახასიათებლები;
 ** პასუხისმგებლობის გრძნობა;
 ** დისციპლინა.
 
 თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.
 
 თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის სუპერვაიზერი".
 
 დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.
 
 გისურვებთ წარმატებებს!
 |  |  |  |