Робота для біженців з України
ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: თელასი
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 14 ნოემბერი
სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას, კაპიტალური მშენებლობისა და საინვესტიციო საქმიანობის სამსახურის, საინვესტიციო საქმიანობის განყოფილების სახარჯთაღრიცხვო ჯგუფის ხარჯთაღმრიცხველის თანამდებობაზე (დროებით)

თანამდებობრივი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ტექნიკურს, ეკონომიკურს)
** სასურველია ხარჯთაღრიცხვების ფორმირების რესურსული მეთოდის ფლობა
** საპროექტო დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel, Word)
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი

თანამდებობრივი მოვალეობები

** ხარჯთაღრიცხვების მომზადება ელ.სამონტაჟო სამუშაოებზე ნორმატიული ბაზის მიხედვით, შეთანხმებულ ვადებში
** მომზადებული ხარჯთაღრიცხვების გადატანა მეთოდიკით დამტკიცებულ ფორმებში
** ხარჯთაღრიცხვის შედგენის შესახებ არსებული ყველა ნორმატიული აქტის ცოდნა, რომლებიც დამტკიცებულია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს და ს.ს თელასის მიერ.
** ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებების შესრულება, საინვესტიციო საქმიანობის განყოფილების დებულების შესაბამისად.

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2025 წლის 14 ნოემბრის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე