Робота для біженців з України
ამბულატორიული კლინიკის მენეჯერი - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ამბულატორიული კლინიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი
გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
შპს "ემ-ემ-ტე ჰოსპიტალი" ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მარნეულის ამბულატორიული კლინიკის მენეჯერი.

ჩვენს შესახებ:

ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი წარმოადგენს უახლესი თაობის სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ტრადიციული ქირურგიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სინთეზით იქმნება ზუსტი, უსაფრთხო და პაციენტზე ორიენტირებული გარემო.

ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე რობოტული ქირურგიის სისტემებით და რომელსაც აძლიერებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდი, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

სამუშაოს აღწერილობა:

მისამართი: მარნეული
სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე; 09:00-18-00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ამბულატორიის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია.
** პერსონალის სამუშაო გრაფიკის შედგენა და შრომის დისციპლინის კონტროლი.
** პაციენტთა მომსახურების პროცესის ორგანიზება და მომსახურების ხარისხის მონიტორინგი.
** შიდა დოკუმენტაციის (ბრძანებები, განაცხადები, რეესტრები, კონტრაქტები) დაცვა.
** კლინიკის ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის გამართულობის უზრუნველყოფა.
** პაციენტთა კმაყოფილების შეფასება და უკუკავშირის მართვა.
** სადაზღვევო და პარტნიორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა.
** დირექტორის მითითებთ, პერიოდული ანგარიშგების მომზადება.
** საქმიანობის ეფექტურობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციულ/მენეჯერულ პოზიციაზე;
** აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება (სასურველია გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში);

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე info@mmt.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე