|  
		
			| დასახელება: 
				საწყობის მენეჯერი |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							ჯიბე cash & carry |  
			| გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი |  
			| კომპანია "ჯიბე Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე ჩოხატაურის ფილიალში. 
 ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.
 
 სამუშაო ადგილი: დაბა ჩოხატაური, ლომთათიძის 1ა
 სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00
 ანაზღაურება: 1500 ლარი (გამოსაცდელ პერიოდში - 3 თვე 1300 ₾)
 
 საწყობის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:
 
 ** მაღაზიაში პროდუქციის მიღების პროცესის სრული კონტროლი: პროდუქციის მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება (მაღაზიის მართვის პროცედურა);
 ** მიღებული პროდუქციის დახარისხებისა და საწყობში განთავსების მონიტორინგი;
 ** სავაჭრო დარბაზისათვის პროდუქციის დროულად მიწოდების უზრუნველყოფა
 ** პროდუქციის შენახვისათვის საჭირო სანიტარული-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების მონიტორინგი საწყობის ტერიტორიაზე;
 ** პროდუქციის ვადების კონტროლი, შესაბამისი მომწოდებლებისა და კატეგორიის მენეჯერის დროული ინფორმირება;
 ** "წითელი ნაშთები"-ს კონტროლი; ("წითელი ნაშთების" განმარტება მოცემულია დოკუმენტში "მაღაზიის მართვის პროცედურა")
 ** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მუდმივი მონიტორინგი, მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება.
 
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია გამოცდილება საწყობის მენეჯერის პოზიციაზე
 
 დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@jibe.ge.
 
 ტელ: 557 30 61 69
 
 სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ლოკაცია.
 |  |  |  |