|  
		
			| დასახელება: 
				უფროსი მოლარე |  
			| მომწოდებელი: 
				
												
							ჯიბე cash & carry |  
			| გამოქვეყნდა: 31 ოქტომბერი 
				/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი |  
			| კომპანია "ჯიბე Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას უფროსი მოლარეს პოზიციაზე ბაკურიანის ფილიალში. 
 ჯიბე Cash & Carry არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.
 
 ადგილმდებარეობა: ქ. ბაკურიანი, დ.აღმაშენებლის N30
 სამუშაო გრაფიკი: 15:00-23:00
 ანაზღაურება: 1300 ლარი (+ ტრანსპორტირების თანხა) + გამოსაცდელი პერიოდის შემდგომ ბონუსი 500 ლარი
 
 უფროსი მოლარეს ფუნქცია-მოვალეობები:
 
 ** სალარო ოპერაციების სწორად წარმოების, პროგრამული გატარებებისა და მომხმარებელზე გაცემული პროდუქციის შესაბამისობის მონიტორინგი;
 ** იურიდიული პირებისათვის დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
 ** სამუშაო დღის ბოლოს სალაროების დახურვის პროცესის უზრუნველყოფა;
 ** მაღაზიის ძირითად სეიფში არსებული ნაშთის ინკასირება ბანკის მიერ მოვლინებულ შესაბამის ჯგუფთან;
 ** ფინანსური განყოფილებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდების ორგანიზება შესაბამის ვადებში
 
 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 
 ** აუცილებელია Apex-ში (ან მონათესავე პროგრამაში) მუშაობის გამოცდილება;
 ** სასურსათო ქსელში, მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
 
 დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@Jibe.ge
 
 სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
 დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ტელ: 557 30 61 69
 |  |  |  |